ბიოგრაფია
რამაზ გიორგობიანი (დ. 16 აპრილი, 1946, თბილისი გ. 25 დეკემბერი, 1995, იქვე) იყო ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 1979 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი. მისი ბოლო ფილმი იყო "მორევი", რომელიც 49 წლის ასაკში ინსულტით გარდაიცვალა. გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – "მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა" (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – "თითქმის ორი თვე" (1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – "მოდი ვილაპარაკოთ" (1986); გადაღებულია ფილმებში: "გიორგობისთვე" (1966), "ქოლგა" (1967), "სერენადა" (1969), "ადამი და ევა" (1969), "სამკაული სატრფოსათვის" (1971), "მხიარული რომანი" (1972), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983); 1967 წელს კინოფილ "ქოლგაში" შესრულებული როლისთვის იტალიაში, წმინდა ჯულიოს კუნძულზე გამართული კონკურსზე, მიღებული აქვს იუნესკოს კომიტეტის ყოველწლიური საპატიო ჯილდო "ვერცხლის დრაკონი". მსახიობი, კინორეჟისორი.
Comments
Post a Comment